понедельник, 20 декабря 2010 г.




ზღაპრული სილამაზის სამყარო თუ უწმინდურ ძალთა თავშესაფარი, ზღვა სიხარულის ტაძარი, თუ მოჩვენებების ბუდე?
ტყის მომხიბვლელობა გახლავთ სიცოცხლის შეხმატკბილების სრული გამოხატულება, სასიამოვნოსა და სასარგებლოს, ამაღლებულისა და ყოველდღიურის, ზღაპრულისა და რეალურის ყველაზე ჰარმონიული შერწყმა
ტყე პეიზაჟთა უსასრულო მონაცვლეობაა, მხიარულისა _ ნაღვლიანთან, მდიდრულად მორთულ-მოკაზმულისა_ მაჩხერსა დაღარიბთან, მკვეთრად განათებულისა_უღრანთან, ადვილად ჩასაწვდომისა_ გამოუცნობთან, ხმაურით აღვსილისა_მდუმარესთან......
ფერთა პალიტრა ამოუწურავია, თუმცა ჭარბობს მწვანე _ სიცოცხლის, ახალგაზრდობის ფერი! ტყეში კი ვხვდებით ლურჯ ფერთან მიახლოებულ მუქ ტონებსაც, რაც ადგილ-ადგილ უფრო ნათელი, ლაჟვარდოვანთან მიახლოებული ხდება.აქ არც უცხო მოვარდისფრო ან მოყავისფრო ნახევარტონებია.




ბუნების იშვიათ ეკოსისტემათა გაფრთხილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციის თანამედროვე პირობებში. ეს, პირველ რიგში ტყეებს ეხება, რომელიც ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების თვალსაზრისით თვალსაჩინო როლს თამაშობს.
ბუნებრივი ტყეები მაღალ დონეზე ორგანიზებული ეკოსისტემებია. გარდა ამისა, ისინი ქმნიან ხელსაყრელ პირობებს მეცნიერების სხვადასხვა დარგის გასავითარებლად, ამიტომ, ასე თუ ისე ხელშეუხებელი ტყის მასივები, რომლებიც გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მდიდარი სახეობრივი შედგენილობით, ლანდშაფტთა სიმშვენიერით, მოითხოვს სხავდასხვა ხასიათის დაცვას. ტყის დაცვის უმთავრეს ფორმებს წარმოადგენს ნაკრძალები, აღკვეთილები, ნაციონალური პარკები და ა.შ. ტყის განადგურებით დედამიწის ორგანულ სამყაროს დიდი საშიშროება ემუქრება. გაჩეხვის პროცესი ბევრად ჭარბობს დარგვის ტემპებს. შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები
განახევრებულია, განადგურებულია ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული ტყეების 80 %, მუსონური ტყეების 90%, ხოლო ჩინეთისა და ინდო-განგის დაბლობებში ტყეების სულ 5% შემორჩა.ექსპერტთა აზრით თუ ნოტიო ტროპიკული ტყეები მომავალშიც ასე სწრაფად განადგურდება, ტყის საფარი მსოფლიოს მასშტაბით გადაგვარდება.




საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II საკვირაო ქადაგებისას ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა და მრევლს ხეების დარგვისკენ მოუწოდა.
კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე გარემოს დეგრადაციის ტემპმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია. გაერო-ს შეფასებით, გარემოს დეგრადაცია ერთ-ერთი მთავარია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. ამდენად, ათასწლეულის განვითარების მიზნად გლობალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება დაისახა და ეს ძირეულად დაუკავშირა დემოკრატიის განვითარებას, სიღარიბის დაძლევასა და ადამიანთა კეთილდღეობის შენარჩუნებას. პროგრესულმა საზოგადოებამ, გაისიგრძეგანა რა არსებული საფრთხეები, 21-ე საუკუნეში უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა გარემოს დაცვას.



დარწმუნებული ვართ, მსგავსი აქციების მზაობის შესახებ განცხადება იქნება გარემოს დაცვის დღის - 5 ივნისის, აღნიშვნის საუკეთესო გზა, გარემოს გამწვანება კი გახდება ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების შენარჩუნებისა და მისი რესურსების მდგრადი გამოყენების მყარი გარანტი.
ბუნებრივი ტყეები მაღალ დონეზე ორგანიზებული ეკოსისტემებია.გარდა ამისა, ისინი ქმნიან ხელსაყრელ პირობებს მეცნიერების სხვადასხვა დარგის გასავითარებლად, ამიტომ, ასე თუ ისე ხელშეუხებელი ტყის მასივები, რომლებიც გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მდიდარი სახეობრივი შედგენილობით, ლანდშაფტთა სიმშვენიერით, მოითხოვს დაცვას.
ტყის განადგურებით დედამიწის ორგანულ სამყაროს დიდი საშიშროება ემუქრება. გაჩეხვის პროცესი ბევრად ჭარბობს დარგვის და დათესვის ტემპებს.